ზელენსკიმ წიაღისეულის შეთანხმებაზე ხელის არ მოწერით, ხელიდან ისტორიული შესაძლებლობა გაუშვა - მაიკ უოლცი

მაიკ უოლცი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე უარის თქმით, ხელიდან ისტორიული შესაძლებლობა გაუშვა.

როგორც უოლცმა აღნიშნა, ზელენსკის თებერვალში აშშ-ში ვიზიტის დროს შესაძლებლობა ჰქონდა წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი მოეწერა, თუმცა უკრაინის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან ოვალურ კაბინეტში სიტყვიერი დაპირისპირება აირჩია.

„ოვალურ კაბინეტში, სადაც ის პირველად შეუშვეს, აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის შესწორების ნაცვლად, მას შეეძლო სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ხელშეკრულება გაეფორმებინა, რაც ჩვენს ეკონომიკებს უახლოებს მომავალში ერთმანეთთან დააკავშირებდა. ეს არის უსაფრთხოების ნამდვილი გარანტია. ეს იქნებოდა ფენომენალური. ვთვლი, რომ ეს იყო ისტორიული და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“, - თქვა უოლცმა.