1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
"რუსი ოკუპანტები დღეს იმ კონკრეტულ ეტაპზე არიან, როცა რუსეთის სტრატეგიული დანაკარგი უკვე აშკარაა, თუმცა ტაქტიკურად მათ ჯერ კიდევ აქვთ შეტევითი მოქმედებების მცდელობის რესურსი", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
„ისინი ეძებენ ვარიანტებს ომის მიმდინარეობის შესაცვლელად და ცდილობენ აგრესიის სამსახურში მოაქციონ ყველა ტერიტორიის პოტენციალი, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ: გავაძლიეროთ ჩვენი მდგრადობა, ვიყოთ აბსოლუტურად გაერთიანებული სურვილით მივაწოდოთ ჩვენ არმიას, ყველა დამცველს საჭირო იარაღი და აღჭურვილობა. ჩვენ უკრაინაში გვჭირდება ერთი ხმით ვისაუბროთ მსოფლიოსთან თავდაცვის შესახებ. მტერი მათი ამ ეტაპიდან ბევრად უფრო დასუსტებული უნდა გამოვიდეს, ვიდრე წარმოუდგენიათ უარეს სცენარებში. ეს ჩვენთვის რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ უნდა შევასრულოთ ის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.