რას ითხოვს მაგდა პაპიძე? - ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ისევ სასამართლოში გამოჩნდა
1743190958
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც კრძალავს უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმებს 30-დღიანი მორატორიუმის ფარგლებში, ძალაშია.
ჟურნალისტის კითხვაზე, გრძელდება თუ არა მორატორიუმი იმ ფონზე, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 18 მარტიდან უკვე არაერთხელ შეუტია რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, პესკოვმა უპასუხა, რომ შეთანხმება ძალაშია.
„პუტინის ბრძანება მორატორიუმთან დაკავშირებით კვლავ მოქმედებს და სრულდება ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, როგორც რუსული მხარე აცხადებს, დროებითი მორატორიუმი 18 მარტიდან 30 დღის განმავლობაში მოქმედებს.
უკრაინაში კი ამტკიცებენ, რომ რუსეთმა შეთანხმება იმავე დღეს უკვე დაარღვია.