რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ დრონით საწარმოს მიკროავტობუსზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ომი უკრაინაში

12 დაღუპული და 16 დაშავებული - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ ტერნოვკაში ერთ-ერთი საწარმოს მიკროავტობუსს დრონით დაარტყეს.

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეები სამსახურის შემდეგ სახლებში ბრუნდებოდნენ.

თავდასხმის სამიზნე გახდა ზაპოროჟიეს, ხარკოვის და სუმის ოლქებიც. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო ოპერაციები, შემთვევის შედეგად არიან დაშავებულები.

-21 გრადუსია კიევში და ამ პირობებში 700 მრავალსართულიანი კორპუსი კვლავ გათბობის გარეშე რჩება. რთული ვითარებაა ამ კუთხით ოდესაშიც. ქალაქის ათასობით მცხოვრებს ელექტროენერგია არ აქვს.