1769975663
ტრამპი: ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ დემოკრატები დანაშაულის მიმართ რბილად არიან განწყობილი, მათ სურთ, დაიცვან დამნაშავეები, ეს არ არის ამერიკის არსი
აშშ-ის პრეიზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების ყველაზე დიდ პრობლემას კრიმინალის მიმართ დემოკრატების პოლიტიკა წარმოადგენს.
მისივე თქმით, დემოკრატები დანაშაულს ზედმეტად „რბილად“ უყურებენ, რაც აშშ-ის მოქალაქეებს საფრთხე უქმნის.
„ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ დემოკრატები დანაშაულის მიმართ რბილად არიან განწყობილი. მათ სურთ, ჩვენი დიდი ამერიკელი მოქალაქეებისა და პატრიოტების ხარჯზე, დაიცვან დამნაშავეები, რაც არ უნდა ძალადობრივები, სასტიკები იყვნენ ისინი. ეს არ არის ამერიკის არსი და არც არასდროს იქნება“, – წერს ტრამპი.










