რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმისას სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მამა და 5 წლის შვილი

თავდასხმა კიევზე

რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმისას სამი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, ათი დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან მამა და მისი 5 წლის შვილი. დაშავებულთა შორის 11 თვის ბავშვია.

„დრონების მასირებული თავდასხმა კიევზე“, – დაწერა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამარხზე.

დრონებით იერიშის შედეგად კიევის სხვადასხვა უბანში, მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.