1754060490
რუსეთის მიერ 31 ივლისს კიევის მასშტაბური დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა

უკრაინელი მაშველები მთელი ღამის განმავლობაში კიევში 31 ივლისს რუსეთის დაბომბვის შედეგად ჩამონგრეულ კორპუსში სამაშველო ოპერაციას აწარმოებდნენ და გარდაცვლილ ადამიანებს პოულობდნენ. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
ახლად აღმოჩენილ ცხედრებს შორის ორი წლის გარდაცვლილი ბავშვიცაა. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 26 შეადგინა, რომელთაგან სამი - ბავშვია. დაშავდა 159 ადამიანი, რომელთაგან 16 - ბავშვია.
ცნობისთვის, 31 ივლისს, გამთენიისას რუსეთმა კიევი უპილოტო საფრენი აპარატებით, ფრთოსანი რაკეტებითა და ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. დაბომბვამ უკრაინის დედაქალაქში მასშტაბური ნგრევა გამოიწვია. ნაწილობრივ ჩამოიშალა საცხოვრებელი კორპუსი.