„ახალ წელს არ იყიდოთ არც გოჭი და არც ინდაური, არც ნიგოზი...“ - ექიმი
1767082924
რუსეთის დუმამ საქართველო რუსული მედიისადმი მტრულ ქვეყნებში დაასახელა. საქართველოსთან ერთად დასახელებულია, უკრაინა, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, კანადა, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა და პოლონეთი.
სახელმწიფო დუმის წარმომადგენლის ვასილი პისკარევის თქმით, ბოლო ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ დასავლეთი აწარმოებს მასობრივ კამპანიას რუსული მედიის დისკრედიტაციისა და მათი მუშაობისთვის გაუსაძლისი პირობების შესაქმნელად.
პისკარევის განცხადებით, პასუხი, სარკისებური ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება.