რუსეთის დანაკარგი ამ დროის მონაცემებით: "21 200-მდე სამხედრო, 838 ტანკი, 2 162 ჯავშანმანქანა, 397 საარტილერიო სისტემა..."

რუსი ჯარი

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინელმა ჯარისკაცებმა 21 200 რუსი სამხედრო მოკლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან დღემდე ოკუპანტებისთვის მიყენებული ზარალი ასე გამოიყურება:

21 200-მდე სამხედრო, 838 ტანკი, 2 162 ჯავშანმანქანა, 397 საარტილერიო სისტემა, 138 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 69 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემები, 176 თვითმფრინავი, 153 შვეულმფრენი, 1523 საავტომობილო ტექნიკა, 8 ერთეული გემი/ კატერი, 76 ცალი საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 172 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 27 ცალი სპეცტექნიკა, 4 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი OTRK / TRK.