რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებს განაგრძობს - ხერსონის ოლქში ოკუპანტის შეტევის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა

რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებს განაგრძობს - ხერსონის ოლქში ოკუპანტის შეტევის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა

რუსეთი უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებს განაგრძობს - ხერსონის ოლქში ოკუპანტის შეტევის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. შემთხვევა ქალაქ ბორისლავში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დარტყმის სამიზნე გახდა კიევიც. დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონში სალომენსკში, დრონმა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.

პარალელურად "რამშტაინის" ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დამატებით ორი მილიარდი დოლარის ღირებულების მხარდაჭერას მიიღებს, ამერიკის 500 მილიონიანი დახმარების პაკეტთან ერთად, უკრაინას მხარდაჭერა კანადამაც გამოუცხადა და 440 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო.

გადაწყვეტილება გერმანიის თავდაცვის მინისტრმაც გამოაცხადა. ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ ბერლინი უკრაინას რაც შეიძლება მალე, საჰაერო თავდაცვის სისტემების დამატებით მართვად რაკეტებს გადასცემს.