„საუკუნის ძარცვა“ ქართულად - 132 ოქროს ზოდის მოპარვის საქმე 15 წლის შემდეგ გაიხსნა
1741849662
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია აჩვენებს, რომ რუსეთს ამ ომის გახანგრძლივება სურს.
ზელენსკი იმედოვნებს, რომ აშშ-ის მხრიდან საკმარისი ზეწოლა იქნება, რათა აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი.
„ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადადებას. ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ზეწოლა საკმარისი იქნება, რათა აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის უკვე შეხვდა გუნდს, რომელიც საუდის არაბეთში ამერიკელ კოლეგებს შეხვდა და მათგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.