1732386875
"რუსეთი სანქციების საციგურაო მოედანზე პარტნიორ ქვეყნებს ეძებს, უკრაინა იმ სამ ქვეყანასთან მოლაპარაკებას დაიწყებს" - დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის პოტენციურად პარტნიოს სამ სახელმწიფოზე ისაუბრა, რომლებთანაც ახლა, რუსეთის ხელისუფლება ვაჭრობის გზებს ეძებს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალური კიევი მოლაპარაკებებს დაიწყებს, რათა აგრესორ სახელმწიფოსთან პარტნიორული ურთიერთობა შეწყვიტონ.
„ჩვენ ვიცით, რომ სანქციების პირობებში პანიკაში მყოფმა მოსკოვმა მხოლოდ ახლა დაიწყო "სანქციების საციგურაო მოედანზე" გამოსავლის ძებნა.
მან სანქციების გვერდის ასავლელად მსოფლიოში სამი ქვეყნის პოვნა შეძლო. ვიცით, რომელი ქვეყნები მოიაზრება და მზად ვართ, მათთან მოლაპარაკებების გზით სხვა პარტნიორებთან ერთად ვიმუშაოთ, რათა აგრესორის დახმარება თავიდან იქნეს აცილებული", - განაცხადა კულებამ.