„არ შე­მიძ­ლია ჩუ­მად ვიყო... ახლა რომ გავ­ჩუმ­დე, მერე სა­კუ­თარ თავს არ ვა­პა­ტი­ებ - რას წერს კახა კუჭავას მეუღლე რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე

კახა კუჭავას მეუღლე

პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­ჯდო­მა­რის კახა კუ­ჭა­ვას მე­უღ­ლე ელი­ზა­ვე­ტა ოს­მი­ნი­ნა მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და.

ოს­მი­ნი­ნა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე ეხმაურება. 

„ჩემს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტებს ყო­ველ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა. მეს­მის რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი კი­თხუ­ლობს და ყო­ველ­თვის ვა­ფა­სებ თი­თო­ე­ულ სი­ტყვას წე­რი­სას ან ხე­ლახ­ლა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე.

არ შე­მიძ­ლია ჩუ­მად ვიყო ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ში­ნა­არ­სის პოსტები გამოვაქვეყნო. არ შე­მიძ­ლია თავი მო­გაჩ­ვე­ნოთ, რომ არა­ფე­რი ხდე­ბა და ეს მე არ მე­ხე­ბა. ახლა რომ გავ­ჩუმ­დე, მერე სა­კუ­თარ თავს არ ვა­პა­ტი­ებ. ამავდრო­უ­ლად, მე არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ მათ, ვინც ჩუ­მად არი­ან, ჩვენ ყვე­ლა­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ვუმკლავ­დე­ბით სტრესს.

და ახლა ყვე­ლა სტრეს­შია, ჩვენ ყვე­ლას გვტკი­ვა ... ეს ყვე­ლა­ფე­რი მტკივ­ნე­უ­ლი და სა­ში­ნე­ლია.

დღეს ძალიან მინდოდა ტაძარში წასვლა, მაგ­რამ გუშინ კოვიდი დამიდასტურდა. როგორც ამ­ბო­ბენ - კიდევ ერთხელ გამარჯობა.

ჩა­ე­ხუ­ტეთ თქვენს ოჯახს და მე­გობ­რებს, მი­წე­რეთ ან და­უ­რე­კეთ თქვენს მე­გობ­რებს. გა­მო­ხა­ტეთ ყუ­რა­დღე­ბა და მხარ­და­ჭე­რა, და­ეხ­მა­რეთ მათ, ვი­საც სჭირ­დე­ბით, რო­გორც შე­გიძ­ლი­ათ. არ და­უშ­ვათ სი­ძულ­ვი­ლი და ბრა­ზი თქვენს გულ­ში.

და გახ­სოვ­დეთ, სიყ­ვა­რუ­ლი პირ­ველ ად­გილ­ზეა. მე ყო­ველ­დღე ვლო­ცუ­ლობ მშვი­დო­ბის­თვის“, - წერს ელი­ზა­ვე­ტა ოს­მი­ნი­ნა.