1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად, ჩრდილოეთ კორეიდან მილიონობით რაკეტისა და საარტილერიო ჭურვის შეძენის პროცესშია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ამერიკელი ჩინოვნიკის შეფასებით, რომელმაც ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, ის ფაქტი, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეას მიმართავს, ადასტურებს, რომ რუსი სამხედროები შეიარაღების მომარაგების კუთხით კვლავ განიცდიან სერიოზულ დეფიციტს, რაც ნაწილობრივ, ექსპორტის კონტროლისა და დაწესებული სანქციების გამოა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინაში გამოყენების მიზნით ირანული წარმოების დრონები შეიძინა.