რუსეთი ბახმუტში ჩიხში შევიდა და მას მალე დაკარგავს - WSJ

ბახმუტი

რუსეთი ბახმუტში ჩიხში შევიდა და მას მალე დაკარგავს, ამის შესახებ Wall Street Journal-ის სტატიაში ვკითხულობთ.

გამოცემის ცნობით, სანამ რუსეთი ბახმუტის ბოლო კვარტალზე კონტროლისთვის იბრძოდა, უკრაინული ძალები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რამაც მოსკოვს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

„ბახმუტზე ათთვიანმა თავდასხმამ რუსების სრული გადაღლილობა გამოიწვია და მათ წინ წასვლის შანსი წაართვა. რუსეთი ჩიხშია და ქალაქს მალე დაკარგავს, რადგან უკრაინული ძალები მის ალყაში მოქცევას უკვე ცდილობენ“, - აღნიშნულია WSJ-ის სტატიაში.