„ასე შეგვაშინა...“ - როგორია მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ჰყვება დანტესი
1771014875
რუსეთთან მოლაპარაკებები დღეს NATO-ს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრებთან შედგება. შეხვედრას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.
რუსულ მხარეს ამჯერადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი წარმოადგენს.
მოსკოვი ყურადღების გამახვილებას რუსეთის უსაფრთხოების გარანტიებზე აპირებს. რუსეთი მოითხოვს NATO-ში საქართველო და უკრაინა არასდროს გაწევრიანდნენ, თუმცა დასავლელი პარტნიორები იმეორებენ, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა უცვლელი დარჩება.
ხვალ კი მოლაპარაკებები ვენაში გაიმართება. ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე ევროპულ უსაფრთხოებაზე წამოწყებულ დისკუსიებში ყველა მხარე ჩაერთვება.