პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"პრაიმტაიმისთვის" ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები, რომლებიც კლინიკიდან დღეს უნდა გამოეწერათ, თავს ისევ ცუდად გრძნობენ და ამის გამო საავადმყოფოში რჩებიან.
ერთ-ერთმა მებრძოლმა, ავთო ქაჯაიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ 10 ქართველი, მათ შორის, თავად ავთოც კლინიკაში კიდევ ორი კვირის განმავლობაში რჩება.
"დღეს უნდა გამოვეწერეთ კლინიკიდან, მაგრამ ანალიზები მწყობრში არ გვაქვს, ფაქტობრივად იმაზე უარესად ვართ, ვიდრე - ვიყავით. მოგეხსენებათ, ფოსფორით მოვიწამლეთ. აქ, 10 ქართველი ვართ. ექიმმა გვითხრა, რომ კიდევ ორი კვირა საავადმყოფოში უნდა დავრჩეთ. მერე ვნახოთ, როგორ ვიქნებით..." - ამბობს ავთო ქაჯაია.
შეგახსენებთ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ბიოლოგიური იარაღი გამოიყენეს, რომლითაც ქართველი მებრძოლებიც დაშავდნენ და ახლა, ისინი კლინიკაში მწვავე ინტოქსიკაციას მკურნალობენ.
გავრცელებული ცნობებით, ისინი "ზარინით" მოიწამლნენ.