„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – ნიკა მელია, კობა ნაყოფია და ეკა ხერხეულიძე უკრაინაში ჩავიდნენ. მათთან ერთად იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა, რომლებმაც საპარლამენტო დელეგაციით კიევში ჩასვლაზე უარი თქვეს, უკრაინაში დამოუკიდებლად, მარგველაშვილთან ერთად ჩასვლა არჩიეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და გიორგი მარგველაშვილი კიევში ლარნაკად ჩავიდნენ.
ითქვა, რომ კვიპროსში მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან. რა სტატუსით ესწრებოდა გიორგი მარგველაშვილი კვიპროსში გამართულ შეხვდრას უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა კეზერაშვილთან დაფინანსების საკითები განიხილეს. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მოლოდ ერთ მედიასაშუალებას - „მთავარ არხს“ მიაწოდეს.