როგორ იქნება შესაძლებელი 2023 წლამდე ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა?! – ევროკომისია მოგზაურობის წესებზე მსჯელობს

certificate

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ COVID-19-ის პირობებში მოგზაურობის სერტიფიკატით მოგზაურობა 2023 წლამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კოვიდპასპორტის შენახვა ჯერ ადრეა, რადგან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობის მსურველებს დადგენილი რეგულაციის გარეშე შესვლა კიდევ ერთი წელი არ შეეძლებათ.

"ევროკავშირის ციფრული COVID-19 სერტიფიკატი (DCC) სავარაუდოდ, ჯერ არსად წავა, რადგან ევროკომისია იმედოვნებს, რომ 2023 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდება მოგზაურობის დადგენილი წესის მოქმედება. 
ევროკავშირის სერტიფიკატები გასულ ზაფხულს ამოქმედდა, რათა ხელი შეეშალა პანდემიის გავრცელებაში.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ ვირუსი „აგრძელებს გავრცელებას ევროპაში“ და რომ შეუძლებელია „განისაზღვროს  2022 წლის მეორე ნახევარში ინფექციების შესაძლო ზრდის ან ახალი შტამების გაჩენის პოტენციური საფრთხე.”

”ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როგორ განვითარდება პანდემია, მაგრამ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ მოქალაქეები კვლავაც ისარგებლებენ სერტიფიკატით, რომელიც უკვე მოქმედებს" - განაცხადა იუსტიციის კომისარმა, დიდიე რეინდერსმა.