როდესაც კონტრშეტევას დავიწყებთ, ამას ყველა დაინახავს

დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ დაუწყია კონტრშეტევა რუსეთის წინააღმდეგ.

ოლექსი დანილოვმა უარყო რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, რომ კონტრშეტევა უკვე დაწყებულია.

„ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. როდის დაიწყება ეს ყველაფერი, ამას ჩვენი სამხედროები გადაწყვეტენ. როდესაც კონტრშეტევას დავიწყებთ, ამის შესახებ ყველა გაიგებს, ამას ყველა დაინახავს“, - აღნიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.