1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ფრანგული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Renault -ი რუსეთის ბაზრის დატოვებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო DW-ი ავრცელებს.
ფაქტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
დიპლომატი საზოგადოებას მოუწოდებს ბოიკოტი გამოუცხადოს აღნიშნულ კომპანიას რადგან, მისი შეფასებით Renault-მა შეცდომის ფასი უნდა გადაიხადოს.
„არავის არ უკვირს, როდესაც Renault მხარს უჭერს სასტიკ დამპყრობლურ ომს ევროპაში. მაგრამ შეცდომებს ფასი უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით თუ ისინი განმეორდება. მოვუწოდებ მომხმარებლებს და ბიზნესს მთელ მსოფლიოში, ბოიკოტი გამოუცხადონ Group Renault-ს", - წერს კულება Twitter-ზე.
Renault refuses to pull out of Russia. Not that it should surprise anyone when Renault supports a brutal war of aggression in Europe. But mistakes must come with a price, especially when repeated. I call on customers and businesses around the globe to boycott Group Renault. pic.twitter.com/STFeafnCoi
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) March 23, 2022