რა ხდება ამ წუთებში კიევსა და მის შემოგარენში - უახლეს ინფორმაციას ვიტალი კლიჩკო ავრცელებს

klichko

"ჭურვები ეზოებში ჩამოცვივდა“ - კლიჩკომ რუსეთის ფედერაციის ოკუპანტების მიერ კიევის დაბომბვაზე ისაუბრა. 

კიევის ზოგიერთ რაიონში რამდენიმე ჭურვი ეზოებში ჩამოცვივდა, საბედნიეროდ საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი არ ყოფილა.

ამის შესახებ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში საურბობს.

„ქალაქში, ზოგიერთ რაიონში რამდენიმე ჭურვი ეზოებს მოხვდა. მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ ყოფილა. რამდენიმე მანქანა დაიწვა. დაზიანდა კერძო სახლი, ასევე - პოდოლსკის რაიონის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების შენობა. “- განაცხადა კლიჩკომ.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ კიევთან ბუჩაში, ირპენში, გოსტომელში ცხელი წერტილებია, სადაც თავდასხმისა და თავდაცვის ოპერაცია რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს. 

"მტერი დედაქალაქში შემოჭრას ცდილობს, მაგრამ უკრაინელი თავდაცვის ძალები თავდაცვით ხაზს იკავებენ და დედაქალაქთან გარეუბანში აჩერებენ", - აღნიშნა მერმა.

კლიჩკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საღამოს ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა.