1728420497
რა არის „ფლურონა“? - „იმუნური სისტემისთვის ეს შეიძლება კატასტროფული იყოს“
,,ფლურონა" - ასე უწოდებენ კოვიდითა და გრიპით ერთდროულად ინფიცირების მდგომარეობას. ისრაელის ეროვნული კოვიდ-19-ის საკონსულტაციო კომიტეტის წევრის განცხადებით, ეს ჯერჯერობით ფართო მოვლენა არაა, თუმცა საყურადღებოა.
მთი ინფორმაციით, ვინც აცრილია როგორც გრიპზე, ასევე კოვიდზე, ასეთი „ფლურონას“ რისკებისგან მეტად დაზღვეულია.
ჯანმოს თანახმად, გრიპი და კოვიდი რესპირატორული დაავადებებია და ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა: ხველა, ცხვირიდან სისველე, ყელის ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი და დაღლილობა. ორივე ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, როდესაც ინფიცირებული სუნთქავს, საუბრობს, ახველებს ან აცემინებს. ექიმების აზრით, კოვიდითა და გრიპით ერთდროულად ინფიცირება იმუნური სისტემისთვის შეიძლება კატასტროფული იყოს.
ჯერჯერობით საკმარისი მონაცემები არ არსებობს იმაზე, უფრო მაღალია თუ არა ორივე ვირუსით ინფიცირების შემთხვევების დროს ჰოსპიტალიზაცია, ერთი ვირუსით ინფიცირებულებთან შედარებით.
ყველაზე მეტად ორივეთი ინფიცირების რისკი ზამთარში იმატებს. ამიტომ სპეციალისტები ვაქცინაციასა და თავდაცვის სხვა ზომების მიღებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ - მათ შორის - სოციალური დისტანციის დაცვას, ხელების დასუფთავებას, იზოლაციას და ოთახების განიავებას.