ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
„ჩემი დაბადების დღის წარმოუდგენლად მაგარი საჩუქარი, 155 მილიმეტრიანი M777 ჰაუბიცა წარწერით “The Georgians send their regards,” “ქართველები მოკითხვას გითვლიან” ბოლოს და ბოლოს დაეცა რუსებს”,- ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში რეგიონის უსაფრთხოების ექსპერტი, მარიკა მიქიაშვილი ავრცელებს.
„Michael Keen-მა, ჩემმა ამერიკელმა მეგობარმა, ომის დასაწყისში უკრაინის არმიას თანხა გადაურიცხა. ამიტომ როდესაც შემხვდა https://signmyrocket.com/… პლატფორმა, მივწერე, შეგიძლია, დონაციის სანაცვლოდ რაც გინდა ის დააწერო იარაღს, ოღონდ ფასი 150 დოლარიდან იწყება-მეთქი. ვიფიქრე, იქნებ ისევ უნდოდა გადარიცხვა და ორიგინალური ხერხი შევთავაზე. მაიკლმა მითხრა, ისედაც ვაპირებდი უკრაინის არმიისთვის კიდევ გადარიცხვას და ამის გაკეთება შენს სახელზე მინდოდაო (რაც მე წლების განმავლობაში საქართველოს ბედუკუღმართობაზე მაქვს მასთან დარდი გამოხატული! ). ახლა შენი დაბადების დღეც მოდის და მითხარი, რისი დაწერა გინდა, მე უნდა გაჩუქოო
ჰოდა, დღეს მოგვივიდა სურათი, დასტური.
ყვავილები უკრაინელებმა თავად მიახატეს. როგორც ჩანს, გაეხარდათ მსგავსი შინაარსის გზავნილი“, – წერს მარიკა მიქიაშვილი.