გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„გარდიანის“ ცნობით, „უკრაინის სამშვიდობო გეგმის“ გასაჯაროებამდე Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
ილონ მასკის გეგმა უკრაინის ხელისუფლებამ მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო მოსკოვი მიესალმა. საპასუხოდ, მასკმა დაწერა, რომ ის კვლავ „პროუკრაინელია, მაგრამ ცდილობს, ბირთვული ომი თავიდან აიცილოს“.
ილონ მასკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი საუბრის შესახებ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს სიცრუეა და პუტინს ბოლოს 18 თვის წინ ესაუბრა.
„არა, მე მხოლოდ ერთხელ ვესაუბრე პუტინს და ეს იყო დაახლოებით 18 თვის წინ. საუბრის თემა კოსმოსი იყო“, - წერს მასკი twitter-ზე.