პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს - თუ მის წინააღმდეგ სანქციებით არ ვიმოქმედებთ, გამბედაობა მოემატება - ბაიდენი

baideni

ვლადიმერ პუტინს ბევრად უფრო დიდი ამბიციები აქვს, ვიდრე უკრაინა, მას სურს, ფაქტობრივად, აღადგინოს ყოფილი საბჭოთა კავშირი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მან სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ეს რუსეთს დაასუსტებს.

„ეს დაასუსტებს მის ქვეყანას. პუტინს მოუწევს ძალიან, ძალიან რთული არჩევანის გაკეთება, გააგრძელოს სვლა იქით, რომ რუსეთი მეორეხარისხოვანი ქვეყანა იყოს, თუ მოახდინოს რეაგირება რეალურად“, - აღნიშნა ბაიდენმა.

„თუ ჩვენ ახლა მის წინააღმდეგ ამ მნიშვნელოვანი სანქციებით არ ვიმოქმედებთ, გამბედაობა მოემატება“, - აღნიშნა ბაიდენმა.