პუტინმა და შოიგუმ თანამდებობიდან, მინიმუმ, 6 გენერალი გაათავისუფლეს - ბრიტანეთის დაზვერვა

ომი უკრაინაში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ და პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, მინიმუმ, 6 გენერალი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ბრიტანეთის დაზვერვის მიხედვით, ტყუილია შოიგუს განცხადება, რომ სამხედრო კამპანიის შენელება, რუსეთის მხრიდან, სპეციალურად ხდება.