„პუტინმა ჩემი 18 წლის ძმა მოკლა მაშინ, როცა რუსეთში McDonald's-ის დახურვის გამო ტირიან...“ - უკრაინელი ფოტოგრაფი პუტინს მიმართავს

უკრაინელი ფოტოგრაფი

უკრაინელი ფოტოგრაფი, რომელსაც ძმა ომში დაეღუპა, რუსებს მიმართავს. ამჟამად იგი რომში იმყოფება, თუმცა როგორც ფოტოგრაფი ამბობს, ქალაქის სილამაზით ვერ ტკბება, რადგან სულ ერთ რამეზე ფიქრობს. მისთვის ქვეყნიდან შორს ყოფნა ახლა განსაკუთრებით რთულია. 

როგორც ჩანს, ბიჭი ჩრდილოეთ უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივში საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპა.

„პუტინმა ჩემი 18 წლის ძმა მოკლა მაშინ, როცა რუსეთში McDonald's-ის დახურვის გამო ტირიან...

პუტინ, რატომ ანადგურებ ჩერნიჰივს? რატომ გჭირდება უკრაინა? რატომ გჭირდება უკრაინელი, მკვდარი სულები? ვინ გაწყენინა ბავშვობაში ან რომელმა გოგომ გითხრა უარი, რომ ასეთი ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმა გაქვს?

ჩერნიჰივში მშვიდობიანი დერეფნები და ხიდები არ არის. ხალხი ჰუმანიტარული დახმარების გადასატანად იყენებს მდინარეს და ნავს. რა იქნება შემდეგი? უნდა დავიწყოთ მანქანების ნაცვლად ცხენების გამოყენება?

ჰაერის სირენები ქალაქში მთელი დღე ისმის. თუ გსურთ იპოვოთ სუფთა საფენები, უნდა მისწეროთ მოხალისეებს, ქუჩაში მყოფ ხალხს წყლისა და პურის რიგში, მაშინ, როცა ოდესელები ახალ ბინებს ყიდულობენ ან ყავას სვამენ კიევის რესტორნებში.

უკრაინას მხარს უჭერს მთელი მსოფლიო, მაგრამ არავინ იცის, როგორ შეაჩეროს პუტინი. ყველა ამბობს, რომ უკრაინა ძალიან ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ჩემი ქვეყანა, რუსეთთან შედარებით, პურის ნატეხია. სიტუაცია იმაზე უარესია, ვიდრე ახალ ამბებში ხედავთ.

სამწუხაროდ, უკრაინელებისთვის ეს ცხოვრება ნორმად იქცა: ბუნკერებში ჯდომა და ფიქრი, რომ ყველაფერი მალე დასრულდება.

უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ რამდენი უკრაინელი და რუსი უნდა დაიღუპოს ამ გამარჯვებისთვის?“ - წერს ვალერი.