„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – რომელ პროდუქტებზე გვაფრთხილებს მარი მალაზონია
1732272216
ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ქალაქ დნიპროზე რუსულმა ჯარმა საშუალო მანძილზე მოქმედი ახალი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ კონფლიქტი რუსეთის სიღრმეში დარტყმების შემდეგ გლობალური გახდა და მათი უახლესი სარაკეტო კომპლექსების შემდგომი ობიექტები რუსეთის უსაფრთხოებიდან გამომდინარე განისაზღვრება.
ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით კი, ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენებით პუტინმა წელს მეორედ გადადგა ნაბიჯი ომის ესკალაციისკენ და გაეროს წესდება დაარღვია. თუმცა პენტაგონის ინფორმაციით, მოსკოვმა ვაშინგტონს რაკეტის გაშვებამდე წინასწარ შეატყობინა.
პარალელურად, აშშ-ის დასანქცირებულთა სიაში პირველად მოხვდა რუსული "გაზპრომბანკი". ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთი "გაზპრომბანკს" უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის ტექნიკის შესაძენად იყენებდა.
ბანკის წინააღმდეგ სანქციები მანამდე დაწესებული ჰქონდათ ავსტრალიას, კანადას, ახალმა ზელანდიასა და დიდ ბრიტანეთს.