პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება სტაბილიზირებული იქნება.
ამის შესახებ მან მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ონლაინ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხია და გამოვდივართ იქიდან, რომ ვითარება იქნება სტაბილიზირებული, ჩვენ შევძლებთ ამ ტერიტორიების მშვიდად განვითარებას და დაგეხმარებით თქვენ ქვეყნის გაძლიერებაში. ქედს ვიხრი თქვენსა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამ ტერიტორიებზე თქვენთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში ითმენდით გაჭირვებას და გულში მიისწრაფოდით რუსეთთან გაერთიანებისკენ“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, 5 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. კანონებს რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის შესვლის შესახებ.