პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პუტინი ლამაზ მანიკიურს იმისთვის არ იკეთებს, რომ ბირთვული ომის ალში დაიღუპოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არის ადამიანი, რომელიც იკეთებს ლამაზ მანიკიურს, რომელიც მოსაუბრისგან 20 მეტრში ზის და ყველაფრის ეშინია, რომელიც აშენებს სასახლეებს, იახტებს და ჰყავს საყვარლები. ამას კი იმისთვის არ აკეთებს, რომ ბირთვული ომის ალში დაიღუპოს. ადამიანები, რომელსაც შეეშინდათ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების, რადგან რუსეთში შესაძლოა მდგომარეობა არაპროგნოზირებადად შეცვლილიყო, არასდროს დააყენებენ ბირთვული საფრთხის ქვეშ იმ ხალხს, რომლისთვისაც ავტომატების მიცემის შეეშინდათ“, - განაცხადა არესტოვიჩმა.