მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
"ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება. ვაფრთხილებ პუტინს, ერთი დიუმით არ გადაადგილდეს ნატოს ტერიტორიაზე!",- ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„მსოფლიოს ყველა დემოკრატიას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაეხმაროს უკრაინას. ომი უკვე იყო რუსეთის სტრატეგიული მარცხი“, - განაცხადა ბაიდენმა.
მანვე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი „არც ისე დიდად აღმოჩნდა ისტორიის მცოდნე“. მისივე თქმით, რუსული სახელმწიფო მედია პროპაგანდისტულია.