პუტინი იტყუება და შესაძლოა, არმია კიევში ისევ დააბრუნოს - რა უთხრა კონგრესმენმა „კურიერს“

putini

სამხედრო მოქმედებების შემცირების შესახებ განცხადებებს, შეერთებულ შტატებში უნდობლობით შეხვდნენ. პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ ეს რუსეთის ძალების ქმედებებით უნდა დაინახოს. შეერთებული შტატების კონგრესში კი თვლიან, რომ უკრაინელების სერიოზული წინააღმდეგობის შემდეგ, რუსები გადაჯგუფებას ახდენენ. "კურიერს" კონგრესმენმა სტივ კოენმა უთხრა, რომ პუტინი იტყუება და არ გამორიცხა, რუსეთის შეიარაღებული ძალების კიევში ისევ დაბრუნება.

ამერიკული მხარის შეფასებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი უმძიმეს დანაკარგებს განიცდის და მათი მხრიდან 10 000-ზე მეტია დაღუპული. ამას ემატება უწმავავესი სანქციებიც, რომელიც სერიოზულად ურტყამს რუსეთის ეკონომიკას. ადმინისტრაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლონეთის მიერ შეთავაზებული მოერიშე თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას, ამერიკის კონგრესში ისევ მხარს უჭერენ. მათ შორის ორივე პარტიაში.

რუსების შეპირების მიუხედავად, ჩერნიგოვზე შეტევის გაგრძელება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსები დამაბნეველ და არასწორ ცნობებს ავრცელებენ. ჯერ კიდევ 15 თებევრვალს, როდესაც ისინი საზღვართან იდგნენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნებოდა, რომ ჯარების ნაწილმა სწავლება დაამთავრა და ბაზებზე ბრუნდებოდა. რასაც მალევე უკრაინაში შეჭრა მოჰყვა.
რუსების განცხადებებს არც ანალიტიკოსები ენდობიან.

ადმინისტრაციაში კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დათანხმდეს ბაიდენი პუტინთან მოლაპარაკებას. თეთრი სახლის კომუნიკაციების განყოფილების დირექტორის თქმით პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთის მხრიდან რეალური დეესკალაცია და ასევე მკაფიო, ჭეშმარიტი ერთგულების ჩვენება დიპლომატიის მიმართ.