დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინელი პროკურორი, ირინა ვენედიქტოვი ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე 10 რუსი ოკუპანტის ვინაობას ასახელებს და მათ შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, ისინი ძარცვავდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს და ქუჩებში ხვრეტდნენ ადამიანებს.
„პუტინის მიერ „გმირებად“ წოდებულმა და დაჯილდოებულმა რუსმა სამხედროება ბუჩის ოკუპაციის დროს, მძევლად აიყვანეს უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქეები, ხოცავდნენ შიმშილითა და წყურვილით, მუხლებზე აყენებდნენ შეკრული ხელებით, დასცინოდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ.
უკრაინის გენოციდის მონაწილეები არიან:
უმცროსი სერჟანტი ვიაჩესლავ ლავრენტიევი;
რიგითი გრიგორი ნარიშკინი;
რიგითი ვასილი კნიაზევი;
კაპრალი სემიონ მალცევი;
რიგითი სერგეი პესკარევი;
რიგითი ალბერტ რადნაევი;
კაპრალი მიხეილ კაშინი;
კაპრალი ანდრეი ბიზიაევი;
კაპრალი დიმიტრი სერგიენკო;
სერჟანტი ნიკიტა აკიმოვი“, - წერს უკრაინელი პროკურორი.