„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
პოლტავასა და ოდესაზე რუსი სამხედროების იერიშის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ, მათ შორის მაშველებიც.
ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ ქალაქზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათ შესაბამის დახმარებას უწევენ.
ამასთან, რუსმა სამხედროებმა იერიში პოლტავაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს, რომლის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად კერძო საცხოვრებელ სახლებს ხანძარი გაუჩნდა.
ხანძარი გარკვეულ ტერიტორიაზე ლიკვიდირებულია, თუმცა ცეცხლის სრულად ქრობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.