პოლონეთმა უკრაინისთვის შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მიწოდება დაიწყო სახმელეთო გზით

პოლონეთი

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, პოლონეთმა უკრაინისთვის შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მიწოდება დაიწყო სახმელეთო გზით.

„კოლონა საბრძოლო მასალებით, რომელსაც ჩვენ უკრაინას გადავცემთ, უკვე მეზობლებთან მივიდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებს, ვართ სოლიდარულები და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას“ - დაწერა „ტვიტერზე“ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.