"ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს..." - როდის გამოიდარებს საქართველოში
1778047012
რომის პაპმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისი გაკრიტიკება, სანამ ის ირანში მიმდინარე ომის ფონზე მშვიდობისკენ მოწოდებებს აგრძელებს. პაპის ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან მორიგ მწვავე საყვედურს მოჰყვა.
„ეკლესიის მისია სახარებისა და მშვიდობის ქადაგებაა“, - განაცხადა მან.
„თუ ვინმეს სურს ჩემი გაკრიტიკება სახარების ქადაგების გამო, დაე, ეს სიმართლით გააკეთოს. ეკლესია უკვე წლებია გამოდის ყოველგვარი ბირთვული იარაღის წინააღმდეგ, ამიტომ აქ ეჭვის ადგილი არ არსებობს. მე უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ღვთის სიტყვის ფასეულობის გამო მომისმენენ“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.