დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პოლონეთის ნებაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა - ამის შესახებ დმიტრო კულებამ განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინა პოლონეთს ენდობა. კულება პოზიტიურ ფაქტად აფასებს ბელარუსიდან თურქეთში მოლაპარაკებების გადატანას.
„ჩვენ ვენდობით პოლონეთს. ვფიქრობ, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ჩვენს ინიციატივაზე გადაწყვეტილების მიღება მათ ნებაზეა დამოკიდებული. ამავდროულად ყველა ქვეყანას ვისაც ევროპის უსაფრთხოება აღელვებს , ყველა ქვეყანას ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე უკრაინაში, უნდა დაგვეხმარონ იარაღით. ჩვენ არ გვაქვს სრულყოფილი პასუხები იმ წინადადებებზე, რაც სტამბოლის მოლაპარაკებებზე გავაჟღერეთ. რამდენიმე რუსმა ოფიციალურმა პირმა საჯარო კომენტარები გააკეთეს, თუმცა სრულყოფილი პასუხი რუსეთისგან არ გვაქვს იმის თაობაზე - აგრძელებენ ულტიმატუმის ენაზე საუბარს თუ საბოლოოდ ჩაერთვნენ კონსტრუქციულ დისკუსიაში, სადაც საერთო გამოსავლამდე მივალთ.
მოლაპარაკებების ბელარუსიდან თურქეთში გადატანა ნამდვილად პოზიტიური გადაწყვეტილებაა, ეს სწორ ატმოსფეროს ქმნის დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის. თუკი თურქეთში მოხდება პრეზიდენტ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით,"- განაცხადა კულებამ.