პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად მეორე მსოფლიო ომის დროინდელი „ლენდ-ლიზის“ პროგრამის აღდგენას ითვალისწინებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
აღნიშნული პროგრამა, რომელიც ჰიტლერის დამარცხებაში დაეხმარა მსოფლიოს, უკრაინისთვის იარაღისა და სხვა ტვირთების უფრო ეფექტიანად გაგზავნას ითვალისწინებს.
„ლენდ-ლიზის“ სახელით ცნობილი პროგრამა მერე მსოფლიო ომის დროს გარდამტეხ მომენტად განიხილებოდა, რადგან მან საშუალება მისცა აშშ-ს უფრო სწრაფად შეავსოს მოკავშირეების მარაგები ხანგრძლივი პროცედურების გარეშე.
გამოცემის ცნობით, „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი“ დააჩქარებს უკრაინისთვის კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობის და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების მიწოდებას ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. საკანონმდებლო აქტი აშშ-ის აღჭურვილობის დე ფაქტო ჩუქების საშუალებას აძლევს იმის დათქმით, რომ მიმღები ქვეყნები მის საფასურს მოგვიანებით გადაიხდიან.