„ასე შეგვაშინა...“ - როგორია მარიამ კოხრეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას ჰყვება დანტესი
1771014875
დღეს, რუსეთის სამხედრო ძალებში მყოფი ჯარისკაცების ოჯახის წევრებისთვის ცხელი ხაზი სახელწოდებით „ცოცხალი დაბრუნდი უკრაინიდან“ ამუშავდება, - ამ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ამ ცხელი ხაზის მეშვეობით შეგიძლიათ დააზუსტოთ, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან თუ არა თქვენი ნათესავები, ტყვედ ხომ არ ჩავარდნენ, დაჭრილები არიან თუ არა, ან მოაგვაროთ გაიგოთ, თუ როდის და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი დაღუპული ნათესავის ცხედარი.
თუკი თქვენი ნათესავი ჩვენთან იმყოფება ტყვედ, შეგიძლიათ თქვენი ქმრის, ვაჟისთვის მოკლე შეტყობინება დატოვოთ,“ - დაწერა გერაშჩენკომ Telegram-ზე.
