პენტაგონი მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე: ამ დროისთვის ვერაფერს დავადასტურებთ და ვითარების ყურადღებით მონიტორინგს გავაგრძელებთ

ჯონ კირბი

მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს ჯერ ვერ ადასტურებს შეერთებული შტატები. პენტაგონში გაკეთებული განცხადების მიხედვით, თავდაცვის უწყება მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ უმკაცრეს მონიტორინგს განაგრძობს. ინფორმაციას cnbc-ი ავრცელებს.

„გვაქვს ცნობები სოციალური მედიიდან. მათი მტკიცებით, რუსულმა ძალებმა მარიუპოლში პოტენციური ქიმიური საბრძოლო მასალა შეიტანეს. ჩვენ ამ დროისთვის ვერაფერს დავადასტურებთ და ვითარების ყურადღებით მონიტორინგს გავაგრძელებთ. თუ ეს ცნობები სიმართლეა, ღრმად შემაშფოთებელია და ასევე, ასახავს იმ შეშფოთებას, რომელიც გვქონდა უკრაინაში რუსეთის მიერ, პოტენციურად, არეულობის მაკონტროლებელი საშუალებების გამოყენების შესახებ. მათ შორისაა ცრემლსადენი გაზი და შერეული ქიმიური საშუალებები“, - განაცხადა  აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.