პარიზში უცხოური ლეგიონის სამხედროები დააკავეს: ისინი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მიდიოდნენ

ucxouri legioni

პარიზში, სამართალდამცავმა ორგანოებმა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სამხედრო მოსამსახურეები დააკავეს, რომლებსაც უკრაინაში გამგზავრებასა და იქ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაში კიევის სასარგებლოდ სურდათ. 

ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ დაკავებულებს შორის 14 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეა, ასევე - 13 ადგილობრივი მოქალაქე მოხალისე.

ისინი ავტობუსით პოლონეთში წასვლას აპირებდნენ, თუმცა, როგორც გამომძიებლები ვარაუდობენ, მათი "მოგზაურობის" საბოლოო მიზანი უკრაინაში ან ბელორუსიაში ჩასვლა იყო.

კერძოდ, „სამოქალაქო მოხალისეები“ სამხედრო და ტაქტიკურ ჟილეტებში გამოწყობილები იყვნენ.

დაკავებულთა შორის ცხრა სამხედრო მოსამსახურე შვებულებაში იმყოფებოდა. რადიოსადგურის ცნობით, მამაკაცებს სამხედრო ნაწილის მდებარეობის დატოვების ნებართვა ჰქონდათ და ოფიციალურად დეზერტირად არ ითვლებიან.

ხოლო ხუთ ლეგიონერს შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. თუმცა, გამოძიება ნამდვილი მოტივების დადგენას აპირებს - აპირებდნენ ნათესავების მონახულებას თუ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას.

უცხოური ლეგიონის სარდლობამ ცოტა ხნის წინ დაუშვა უკრაინელი სამხედროები ნათესავების მოსაძებნად უკრაინის მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო რაიონებში წასულიყვნენ, მაგრამ ლეგიონერებმა, რომლებიც 1-2 მარტის ღამეს დააკავეს, სარდლობის მიერ დადგენილ ოქმს არ დაემორჩილნენ.

აღნიშნულია, რომ საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში სულ 700-მდე უკრაინელი ჯარისკაცი მსახურობს.