პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მტკიცედ აძლიერებენ „რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მე-7 დღე მიმდინარეობს, ჩვენი მეომრები ყველა მიმართულებით ლომებივით იბრძვიან და თავდაცვას მტკიცედ აძლიერებენ", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
"მტერი ძალებს კარგავს, ცალკეულ მონაკვეთებზე კი იძულებულია ტაქტიკურად უკან დაიხიოს. ამავდროულად, ათი ათასობით რეზერვისტით ივსება ჩვენი არმიის რიგები. უკრაინისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის იარაღი. მთავარი ის არის, რომ პირველ დღეებში დაბნეულობა, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა, შეიცვალა თავდადებით.
რკინის ფარდა სულ უფრო მეტად ეშვება აგრესორზე. მსოფლიო კომპანიები ტოვებენ რუსეთს, რადგან არ სურთ ურთიერთობა ჰქონდეთ სისხლიან ფულთან. რუსეთმა, ფაქტობრივად, დეფოლტი გამოაცხადა. ბევრმა ცივილურმა ქვეყანამ რუსეთს ცა დაუკეტა. ამავდროულად უკრაინა სულ უფრო ძლიერდება. ევროპარლამენტმა მიიღეს უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“, - განაცხადა შმიგალმა.