„ომის წამოწყებით ჩემი მთავარი მემკვიდრეობა გაანადგურა“ - გორბაჩოვი პუტინს აკრიტიკებს

პუტინი და გორბაჩოვი

საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, მიხეილ გორბაჩოვი, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უკრაინასთან ომის წამოწყებით პუტინმა მისი სიცოცხლის მთავარი საქმე და მემკვიდრეობა გაანადგურა. 

გორბაჩოვის ახლო მეგობარი ალექსეი ბენედიქტოვი Forbes Russia-თან ინტერვიუში აცხადებს, სსრკ-ს ყოფილი პრეზიდენტი სრულად აცნობიერებს, რა ხდება უკრაინაში და იმედგაცრუებულია.

„როცა გორბაჩოვი საბჭოთა ლიდერი იყო, ევროპაში NATO-ს სულ რაღაც 4000 ჯარისკაცი ჰყავდა, ახლა კი ალიანსი საკუთარი კონტინგენტის 300 000-მდე გაზრდას აპირებს.

გორბაჩოვის გამონათქვამს რუსული მედიაც გამოეხმაურა. როგორც მედია წერს, - გორბაჩოვმა დაადასტურა  „რუსეთის მტრის“ სტატუსი, ხოლო მისი მემკვიდრეობა  დაშლილი საბჭოთა კავშირია.

გორბაჩოვი ახლა 91 წლისაა და მძიმედ ავადაა.