პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე 4 731 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რეალური მაჩვენებლები ბევრად მაღალია, რადგან, მიმდინარე ბრძოლის ფონზე, ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, მატილდა ბოგნერის განცხადებაზე დაყდნობით ავრცელებს.
ბოგნერის თქმით, მხოლოდ მიმდინარე კვირის მონაცემებით, აღწერეს 10,000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც დაიღუპა ან დაშავდა.
მისი განცხადებით, დაღუპულთა შორის 1812 მამაკაცი, 1225 ქალი, 134 გოგონა და 155 ბიჭი. 41 ბავშვისა და 1364 ზრდასრულის სქესი ჯერჯერობით უცნობია.
„ხაზს ვუსვამ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია“, - განაცხადა გაეროს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.