„მისი სული უკვე 50-60 წელია აქაა ჩაკეტილი...“ - ანზორ ოდიშარიამ „საქმე გახსნა“
1773518120
ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაშავებულთა რიცხვი 30 000-ია, თუმცა, დაჭრილთა 96-98 პროცენტს კვლავ არმიაში აბრუნებენ.
რუსულმა მხარემ საკუთარი დანაკარგების შესახებ მხოლოდ ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, უკანასკნელად 25 მარტს, როდესაც განაცხადეს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დროიდან 1 351 სამხედრო დაიღუპა და 3 825 - დაიჭრა.