პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კრაინა რუსეთის აგრესიას იგერიებს. ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილად ისევ დონბასი და ბახმუტი რჩება. საოკუპაციო რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი დონბასის სეპარატისტული მმართველობა ამტკიცებს, რომ ქალაქის 75 % უკვე მათ კონტროლს ექვემდებარება.
13-თვიანი კონფლიქტის პერიოდში ბახმუტისათვის ბრძოლა ყველაზე სისხლიანი და ხანგრძლივი აღმოჩნდა. გასული ღამის განმავლობაში საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრი იყო სუმის ოლქი. საოკუპაციო ძალებმა მასზე 9 იერიში მიიტანეს. სამიზნეში მოექცა ხატინის, ველიკოპისარევსკის, ბელოპოლსკის, შალიგინსკის და მიროპოლსკის დასახლებები.
რუსული აგრესიის მოგერიებასა და უკრაინის დაცვაში დახმარებისთვის უცხოელ მფრინავებს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიმართა, ოლექსი რეზნიკოვი უცხოელ სპეციალისტებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ უცხოური ტექნიკის გამოყენება, აქვთ შესაბამისი ნებართვები და დოკუმენტებზე წვდომა, უკრაინაში სამუშაოდ ჩასვლას სთავაზობს.
„ეს ასევე ეხება პილოტებს. თუ არსებობენ მფრინავები, რომლებმაც F-16-ის მართვა იციან და მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ომში, უცხოური ლეგიონი მზადაა, კარის გააღოს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.