ოკუპირებული ტოკმაკის მერი, რომელმაც ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა

ფოტო

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზაპოროჟიის ოლქის, ქალაქ ტოკმაკის მერი იგორ კოტელევსკი გარდაიცვალა. ინფორმაციას ზაპოროჟიის  საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

სიკვდილის გარემოებებზე გამოძიება მიმდინარეობს, ერთ-ერთ ვერსიად თვითმკვლელობა განიხილება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აპრილის შუა რიცხვებში, ოკუპანტებმა ქალაქის ე.წ მერად ვლადიმირ ვოლვაჩი დანიშნეს, იგორ კოტელევსკიმ უფლებამოსილება დათმო და ახალ „ხელისუფლებასთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო წერს, რომ ტოკმაკში რუსი ოკუპანტები თებერვლის ბოლოს შევიდნენ, უკრაინულ შეიარაღებულ ძალებთან მძიმე ბრძოლის შემდეგ ქალაქი დაიკავეს და საკუთარი წესრიგი დაამყარეს. იგორ კოტელევსკიმ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შეძლო ხელისუფლებასთან დაკავშირება და ისაუბრა ქალაქში არსებულ რთულ ვითარებაზე.

გერაშენკოს თქმით, 4 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ჯარებმა ტოკმაკში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმების მასობრივი შეკერვა დაიწყეს და რუს სამხედროებს ჩააცვეს, რაც შესაძლო პროვოკაციებს მოასწავებს.

როგორც გერაშენკო ამბობს, ტოკმოკის მერისგან ბოლო ერთი თვეა არანაირი სიახლე არ ყოფილა.