ოკუპანტებმა სლავიანსკის ცენტრი დაბომბეს - არის მსხვერპლი

სლავიანსკის ცენტრი

რუსმა ოკუპანტებმა წუხელ სლავიანსკის ცენტრი დაბომბეს, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ორი კი - დაშავდა, - ინფორმაციას ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ლიახი ავრცელებს.

„ღამით ისევ დაიბომბა ქალაქის ცენტრალური ნაწილი, დაზიანდა კერძო სახლები ბოტანიჩესკაიას ქუჩაზე. ერთ-ერთში ოჯახი ცხოვრობდა. სამი ზრდასრული დაიღუპა. 12 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საერთო ჯამში, დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა, - აცხადებს ვადიმ ლიახი.