იურისტის განმარტება დაგროვებითი პენსიის შესახებ
1769977955
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამთენიისას უკრაინის დედაქალაქი კიევი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაიბომბა კიევის თითქმის ყველა რაიონი. დამწვარია საბავშვო ბაღი, მრავალსართულიანი კორპუსები. ერთ-ერთი ჭურვი ბენზინგასამართ სადგურს მოხვდა. დაზიანდა ძაბვის გადამცემი ხაზიც. დაბომბვის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაბომბვის შედეგად 2 ათასამდე მრავალსართულიანი კორპუსი გათბობის გარეშე დარჩა. სპეციალისტები ადგილზე უკვე მუშაობენ.